воскресенье, 4 октября 2009 г.

1. პროექტის სახელი: მე, სკოლა და ეზო

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გვიამბობენ საკუთარი თავის, სკოლის, ეზოს შესახებ და მათ მნიშვნელობაზე.

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აწარმოებენ დღიურებს, წერენ ჩანახატებს,პატარა მოთხრობებს, მოგონებებს, თხზულებებს საკუთარი ინტერესების,საკუთარი ცხოვრების შესახებ სკოლასა და სკოლის გარეთ; ქმნიან ინტერნეტსაიტებს და უზიარებენ შთაბეჭდილებებს, ეცნობიან ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით; გვიამბობენ, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლა და ეზო მათ ცხოვრებაში; გვაცნობენ თავიანთ მეგობრებს,თანატოლებს, საინტერესო ადამიანებს, უფროს მეგობრებს(მშობლებს,ბებია-ბაბუებს,მასწავლებლებს,ნაცნობებს...);გვიამბობენ სკოლის ადგილ-მდებარეობის, ისტორიის, ტრადიციების,სკოლის ცხოვრების შესახებ;ასევე გვიამბობენ თავიათი ეზოს შესახებ(რომელ უბანშია, რა ქუჩაზე,უბნის,ქუჩის სახელწოდების ისტორიას,გეოგრაფიულ მდებარეობას გვაცნობენ); რამდენად ეხმარება სკოლა და ეზო საკუთარი თავის ძიებაში,პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მოსწავლეები გადაიღებენ მოკლე ვიდეოფილმებს ამავე თემატიკაზე და მოახდანენ მათ პრეზენტაციას,ასევე გამოაქვეყნებენ მათ ინერნეტში; დაწერენ პიესებს და სკოლაში განახორციელებენ მათ დადგმას საკუთარი ძალებით, შექმნიან ნახატებს ამავე თემაზე.

4. მონაწილეთა ასაკი: 11-17 წელი

5. ვადები/ ხანგრძლივობა: 2009 წ. ნოემბერი - 2010წ.აპრილი

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პრეზენტაცია, კითხვა, თხრობა,დისკუსია, წერითი დავალება, ჯგუფური მუშაობა, ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობა,ხატვა,ინტერნეტში მუშაობა.

7. მოსალოდნელი შედეგები: ლიტერატურული ნაწარმოებები, თხზულებები, ვიდეოფილმები,მათი youtube-ში გამოქვეყნება, პრეზენტაციები,პიესები, სპექტაკლი, ფერწერული ტილოები,ნახატები,ინტერნეტსატების შექმნა.

8. სარგებელი სხვებისთვის: ეცნობიან ახალ, საინტერესო ადამიანებს,ახალგაზრდების შემოქმედებას...

9. სამუშაო ენა: ქართული

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება,ინფორმატიკა.

11. პროექტის ფასილიტატორი: ლელა მჭედლიძე

12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mchedlidzelela@gmaij.com